ფასი: 350 ფასი: 400 ფასი: 460 ფასი: 460
სიახლეები

ძველი თბილისის ცენტრში სასტუმრო თბილისი ინნი გაიხსნა

თარიღი: 02 Oct 2015

ქალაქის უძველესი ნაწილის, ძველი თბილისის ცენტრში სასტუმრო თბილისი ინნი გაიხსნა.

თბილისი ინნი არის 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გთავაზობთ 33 კომფორტულ ნომერს თანამედროვე დიზაინით, სრული აღჭურვილობითა და  ულამაზესი ხედებით.

თბილისი ინნი ავლაბრის მეტროდან 100 მეტრით არის დაშორებული. მისი ხელსაყრელი ადგილმდეობარეობა სტუმრებს საშუალებას აძლევს ფეხით მოიარონ თბილისის ძველი უბნები, ისტორიული ადგილები, აბანოთუბანი, მეიდანი, რიყის პარკი და სხვა ღირშესანიშნავი ადგილები.

სასტუმროს ტერასიდან ძველი თბილისის უბნების საოცარი ხედები იშლება - ქართული არქიტექტურის თანამედროვე და ძველი ძეგლები: ნარიყალა, სამების საკათედრო ტაძარი, უძველესი ეკლესიები და სხვა ულამაზესი ადგილები.

სრული დასვენებისთვის სასტუმრო მომხმარებლებს დახურულ აუზსა და სპორტულ დარბაზს სთავაზობს, რომელიც მოწყობილია საშხაპეთი, გასახდელითა და კარადებით.  

თბილისი ინნს უკვე სტუმრობენ დამსვენებლები როგორც საქართველოდან, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან.